დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. ღამისთევა თბილისში.
საუზმის შემდეგ ტრანსპორტირება სასტუმროდან თბილისი სამების საკათედრო ტაძარში. შემდეგ რიყის პარკში, საიდანაც საბაგიროთი ახვალთ ნარიყალას ციხესიმაგრეზე (2025 წლის დეკემბრისთვის ნარიყალას ციხე დაკეტილია დამთვალიერებლებისთვის) რესტავრაციის გამო. მოინახულეთ გოგირდის აბანოები და მის გვერდით მდებარე ჩანჩქერი. ამის შემდეგ ეწვიეთ ფუნიკულიორის ქვედა სადგურს, რომელიც ადის მთაწმინდაზე, საიდანაც იშლება ქალაქ თბილისის ულამაზესი ხედი. ჩამოსვლა ფუნიკულიორით ქვედა წერტილთან და დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა თბილისში.
საუზმის შემდეგ გამგზავრება სტეფანწმინდისკენ. გზად მოინახულებთ ჟინვალის წყალსაცავს და ანანურის კომპლექსს. საბოლოოდ ეწვევით სტეფანწმინდას. ახვალთ 4X4 მანქანით (საჭიროების შემთხვევაში), რათა მთის წვერზე ნახოთ გერგეტის წმინდა სამების ეკლესია ულამაზესი ხედით სტეფანწმინდასა და ყაზბეგის მთაზე. ამის შემდეგ ჩამოხვალთ და თუ ამინდი იძლევა ამის საშუალებას, წახვალთ გველეთის ჩანჩქერზე. შემდეგ ხინკლის მომზადების მასტერკლასი და სუფრა თამადით სტეფანწმინდაში (ყაზბეგი). მოგვიანებით დაბრუნდებით თბილისის სასტუმროში. ღამისთევა თბილისში.
შენიშვნა: გველეთის ჩანჩქერზე წასასვლელად სტუმრებს თითო მიმართულებით დაახლოებით ერთი კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ.
საუზმის შემდეგ ეწვევით იოსებ სტალინის მუზეუმს ქალაქ გორში, შემდეგ გაემგზავრებით უფლისციხისკენ (კლდეში ნაკვეთი ქალაქი ძვ. წ. მე-3 ათასწლეული. შეტანილია იუნესკოს საცდელ სიაში). გაეცანით დიდებული უძველესი ქალაქის ისტორიას, შენობათა ნაშთებს, დატკბით ხედით ლანდაშაფტზე. შემდეგ დაბრუნდით თბილისში. ღამისთევა თბილისში.
ტრანსპორტირება სავაჭრო ცენტრში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. საყიდლების შემდეგ გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კლიენტებიაეროპორტში უნდა გამოცხადნენ ფრენამდე 3 საათით ადრე.
ფასი: 2,000.00 $
ჯამური ფასი მოცემულია 4 ადამიანზე. ტური მორგებადია. ზუსტი ფასის გასაგებად გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი მოთხოვნები 📧 გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ დეტალური მოთხოვნა